უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2018 18:20
font-size

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. 28 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირველო ორგანიზაციის 2 და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი დააკვირდება.

საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 705 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 278 450 ბიულეტენი. ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე 4 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 528 658 ამომრჩეველი.

გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ - ადვოკატთა ასოციაცია

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ახლადარჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებენ გადახედოს საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას. როგორ

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბული

ფქვილის მარაგებს წყალობით რამდენიმე თვე ვახერხებდით, რომ პურზე დაბალი ფასი შეგვენარჩუნებინა - „იფქლის“ საზოგაოდებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

პურის მწარმოებელი კომპანია „იფქლის“ საზოგაოდებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ გოგიშვილის განცხადებით, კომპანია ფქვილის მარაგების წყალობით რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდა ძველ ფასს. მისი

ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალ

დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge, სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

დღეს,  18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს,

კლუბური ნარკოტიკები ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები ხშირი მოხმარების შემთხვევაში ადამიანის ინტელექტუალურ ფუნქციებს აქვეითებენ - ნარკოლოგი

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

ნარკოლოგ თათა ასათიანის განმარტებით, ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიებად არ ყოფენ, რადგან ორივე ჯგუფი საზიანოა ადამიანისთვის. მისივე თქმით, ხშირი მოხმარების შემთხვევაში ე.წ. კლ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`