არქივი
საზოგადოება


პრეზიდენტის აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ კანონმდებლობა, სადაც მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები - ეკა მიშველაძე
სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია წარმოადგინა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ახალი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს
მიშველაძის თქმით, აღნიშნულ პროექტს ქვეყნის პირველმა პირმა, თავის დროზე, ვეტო დაადო.
„ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან,“- განაცხადა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უმრავლესობამ დახურულ შეხვედრაზე წარადგინა პროექტი, რომლის თანახმად, ფარულ მოსმენებს ახალი დამოუკიდებელი უწყება განახორციელებს. უწყებას საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და ის იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. ორგანოს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. უწყება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
ცვლილებების შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ გახდა აუცილებელი. მან 2016 წლის აპრილში ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე მისცა ვადა, რომ შეცვალოს არსებული კანონმდებლობა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიშველაძემ ასევე გააცნო საზოგადოებას პრეზიდენტის პოზიცია „გაზპრომზე“, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხსა და ქვეყნის მიერ ქართველი ჯარისკაცების ინტერესების დაცვაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
15 თებერვალი, 2019 , 17:00

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა `ხავერდის მზე` გაიმართება
15 თებერვალი, 2019 , 17:00
ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა
15 თებერვალი, 2019 , 16:40

მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი
15 თებერვალი, 2019 , 16:40

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა - დავით ზალკალიანი
15 თებერვალი, 2019 , 10:37