უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივნისი, 2018 11:15
font-size

პრეზიდენტის განცხადებით, ის პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვებას არ მიესალმება, ხოლო თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ უნდა გადადგეს. ასე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი პირი ტვ პირველის ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან, გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს.

„მე არ მაქვს დღეს ეს განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ ეს მოთხოვნა საზოგადოების დასაყენებელია ან არდასაყენებელი. პრემიერის გადადგომის განცდა მე პირადად, როგორც პოლიტიკოსსა და როგორც მოქალაქეს, არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია პროცესის ადეკვატურობაზე, რადგან პოლიტიკოსები უნდა ესაუბრებოდნენ ხალხს. არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ „ფეისბუქფეიკით“ პოლიტიკურ პროცესს განაპირობებ. არ უნდა ამოეფაროს არცერთი პოლიტიკოსი პროპაგანდის შიდაპოლიტიკურ მანქანას, ეს დამღუპველია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მიესალმა იმ ფატქს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას, პრეზიდენტი მას ლოგიკურად მიიჩნევს.

„ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოიებაში არსებულ პათოსთნ რომელსაც გააჩნია თავისი აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზია, რომელიც მათ თეა წულუკიანთან მიმართებაში გააჩნიათ, ეს არის მათი მხრიდან აწეული „ძალიან კარგი მორალური თამასა“.

„იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძლიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ - მაგალითისთვს არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამასა ასწიეს. თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის სწორი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს

18 თებერვალი, 2019 , 17:40

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მოთხოვნ

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

18 თებერვალი, 2019 , 16:39

„ევროპული საქართველო“ საბანკო სესხებზე ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს. „ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი იორდანიის სენატში საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ოსალა მალქავისა და ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქარ

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო

18 თებერვალი, 2019 , 15:25

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუ

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ

18 თებერვალი, 2019 , 15:25

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ოხანასჰვილი_გოგიცჰაისჰვილი_ ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ. კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტმა გამოიწვია

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

18 თებერვალი, 2019 , 14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესია, რომელსაც 190