უკან

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2016 13:50
font-size

პრეზიდენტის მიერ შექმნილი ჯგუფი კონსტიტუციაზე გავლენას ვერ მოახდენს - ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტმა ანალოგიური საკითხების განსახილველად ცალკე ჯგუფი ჩამოაყალიბოს.

როგორც ძაბირაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის მიერ ცალკე შექმნილი კომისია, ვერ მოახდენს გავლენას კონსტიტუციაზე, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტს პარლამენტარებისა და ამომრჩევლის მხარდაჭერა დასჭირდება.

“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვა იქნება შედეგიანი, რადგან პრეზიდენტი ამ სახით მიიღებს მონაწილეობას კონსტიტუციაში არსებული საკითხების დაბალანსებაში. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციაზე სამუშაოდ ცალკე ჯგუფს შექმნის, მაშინ მისი მუშაობა არაეფექტიანი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტის გუნდი ვერაფერს შეცლის იქიდან გამომდინარე, რომ მას დასჭირდება პარლამენტარების 50% მხარდაჭერა მაინც და ასევე 200 000 ამომრჩევლის მხარდაჭერა,“-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი მოსაზრებით, საჭიროა სამინისტროების შემცირება, რომელიც რეფორმების შედეგად უნდა მოხდეს.

“საჭიროა,საქართველოს ჰყავდეს მცირე მთავრობა, მაგრამ შესაძლოა, მოხდეს რაღაც მექანიკური გაერთიანებები, რისი მომხრეც არ ვარ, მაგალითად სამინისტროებს დაერქვათ დეპარტამენტები. საჭიროა მთავრობის თვისობრივი რეფორმები, რასაც დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე დრო დასჭირდება. არის კიდევ მეორე გზა, სამინისტროების შერწყმა, თუმცა ეს ეფექტს ვერ მოიტანს.

აუცილებელია განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები მართვის სისტემაში, რაც პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო კომისიას და სხვა საკითხებს,“-განაცხადა პოლიტიკურმა ექსპერტმა.

ნინო ექვთიმიშვილი

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი