უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2017 14:25
font-size

პრეზიდენტის მითითებები არის შეჭრა საპარლამენტო საქმიანობაში - ეკა ბესელია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, თუკი პარლამენტი გაითვალისწინებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე, კონსტიტუციური პრინციპების აღრევა მოხდება.

ბესელიას აზრით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არის „შეჭრა პარლამენტის საქმიანობაში“, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ქმედებებს საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს.

„ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სამართლებრივი სახელი. მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციური პრინციპების სრული აღრევა მოხდება, თუკი ძალიან მკვეთრად არ გაემიჯნება ფუნქციები, რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა - პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი მითითების მიცემა პარლამენტისთვის, თუ სად უნდა იყოს კონკრეტული სააგენტო, რაც პრეზიდენტის შენიშვნებშია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეჭრა საპარლამენტო საქმიანობასა და მის ფუნქციაში. ჩვენ, კანონმდებლები, ასეთ დავალებებს არავისგან არ უნდა ვიღებდეთ. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ პარლამენტს, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი და იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებს“, - გაანცხადა უმრავლესობის წევრმა.

ბესელიას განცხადებით, უმრავლესობა ვერ გაიზიარებს პრეზიდენტის ვეტოს ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე, რადგან ეს არის „პრინციპულად არასწორი გაგება ამ პოლიტიკური მოვლენების. ამიტომ ალბათ საჭიროა რომ ყველაფერი გააზრებული იყოს“.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა 20 მარტს ვეტო დაადო. მიზეზად მან დაასახელა, რომ ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანო ისევ სუს-ის კონტროლის ქვეშ იქნება, აგრეთვე მან ყურადღება გაამახვილა იმ ფინანსურ ვალდებულებებზე, რაც ეს კანონი სატელეკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ისრაელში მიემგზავრება

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზი

როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო - მარკუეინ მალინი

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან, რაც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს. ყოველივე ეს შესაძლოა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს. აღნიშნული შინაარსის ღია წერილით ამერ

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`