უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
არქივი
პოლიტიკა


პრეზიდენტის მთავრობის სხდომაზე არმოწვევა - კონსტიტუციონალისტები პრემიერის იმპიჩმენტის ვარიანტზე საუბრობენ
კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის გამო, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრემიერს პრეზიდენტისთვის მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, შესაძლოა დღის წესრიგში მამუკა ბახტაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა. მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხის დაყენება უკვე პარლამენტის ექსკლუზიური უფლებაა.
„უახლოეს სხდომაზე პრემიერმა დღის წესრიგში უნდა შეიტანოს პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხი და პრეზიდენტს უნდა მისცეს საშუალება, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ამ სხდომაში. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ მიუთითებს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებაზე, რასაც ლოგიკურად შეესაბამება პრემიერის ვალდებულება და ვინაიდან დღის წესრიგის შედგენა პრემიერის კომპეტენციაა, თუ ის ამას არ გააკეთებს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა. იმპიჩმენტის წამოწყება არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომლის შემდეგაც საკითხი გადადის საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას პრემიერის მხრიდან, მაშინ პარლამენტი უკვე კენჭს უყრის და 76 ხმით მას შეუძლია გადააყენოს მთავრობის მეთაური“,-განაცხადა მენაბდემ.
საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტის, კოტე ჩოკორაიას საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემულობად შეაფასა პრემიერის კომენტარი, რომ პრეზიდენტს არ მოიწვევენ სამთავრობო სხდომაზე.
„რაღაც ფორმალური პროცედურული ნორმებით იმის არგუმენტირება, რომ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მოწვევა არ მოხდება, არის წარმოუდგენელი უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის და პირდაპირ დარღვევაც. ერთადერთი სამართლებრივი გზა შესაძლოა იყოს პარლამენტის მხრიდან მაგალითად იმპიჩმენტის გამოყენება, რაც წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრთან მიმართებით. სხვა ასეთი ფორმალური პროცედურები ჩვენ არ გვაქვს. წარმოუდგენელია საუბარი ქვეყანაში, იქ, სადაც ასეთი დამოკიდებულება არსებობს კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ.
კონსტიტუციაში,მაგალითად, წერია, რომ ასეთ სხდომაში უშიშროების საბჭოს მდივანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ახლა ჩვენ რა დემოკრატიაზე, რა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, რა კონსტიტუციურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ როდესაც საერთოდ იგნორირებას აკეთებენ უმრავლესობის წევრები კონსტიტუციის“,-განაცხადა ჩოკორაიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, ის სხდომაზე დასწრებას აპირებს, სადაც დააყენებს სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხებს.
საკვანძო სიტყვები:
პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
26 იანვარი, 2021 , 17:52
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
26 იანვარი, 2021 , 17:13
ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
26 იანვარი, 2021 , 17:07

“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
26 იანვარი, 2021 , 16:52

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
25 იანვარი, 2021 , 17:05

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა
25 იანვარი, 2021 , 17:05