უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 სექტემბერი, 2019 16:18
font-size

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან - „ევროპული საქართველო“ საქმის შესწავლას ითხოვს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები ზურაბიშვილის შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან - „ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას საქმის შესწავლისთვის ერთთვიან ვადას აძლევს.

"ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, მათ წყაროსგან, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან მიიღეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას მეშვეობით.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ოფიციალურად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან, მათ ადვოკატებთან და ჩაატაროს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ამ გარემოებებს ნათელს მოჰფენს.
თუ გენერალურ პროკურატურას პოლიტიკური ნება არ ეყოფა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას და გამოიძიოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა, მაშინ „ევროპული საქართველო“ გამოვა ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ჩვენ, დეპუტატებმა გამოვიძიოთ აღნიშნული გარემოებები, თუმცა არც იმის ილუზია მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნებაც ეყოფა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების მოყვანილი, ამიტომ პრეზიდენტის ყველა მავნებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. თუ სურთ, რომ ამ ტიპის პასუხისმგებლობას დაურთონ უკვე შემდგომი შესაძლო დანაშაულში მისი შემხებლობის საკითხიც, მაშინ ნუ გამოიძიებენ. თუმცა არაფერი არ დარჩება დაფარული. საზოგადოება აუცილებლად გაიგებს, რეალურად რა მოტივაცია იდგა ამ შეწყალებების უკან.

ჩვენ ერთთვიან ვადას ვაძლევთ გენერალურ პროკურატურას, თუ ერთ თვეში არ იქნება ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გაცემული, მაშინ დავაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი