უკან
საზოგადოება
17 იანვარი, 2017 15:45
პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ფორუმი „ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები საქართველოში“
ხვალ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ფორუმი „ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები საქართველოში“.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მიაწოდა.
მისი თქმით, ფორუმს პრეზიდენტი და პირველი ლედი გახსნიან.
,,ფორუმის მიზანია იმ პრობლემატური საკითხების გამოკვეთა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბავშვების წინაშე. ფორუმის ამოცანაა დაისახოს ეფექტიანი რეაგირების გზები ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემებზე. ფორუმზე მოწვეულია ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დონორები, დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები’’, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.