უკან

პოლიტიკა

7 სექტემბერი, 2018 13:37
font-size

პრეზიდენტის უსაფრთხოება მომავალში დამოკიდებული იქნება მთავრობის კეთილ ნებაზე - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებად შეაფასა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ ეყოლება.

ნაცვლიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის უსაფრთხოება სამომავლოდ მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად, ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და მნიშვნელოვანწილად დაკნინებული. ახლა ჩვენ ვხედავთ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია პრეზიდენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად შეიზღუდოს და გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე. მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა სახლემწიფოს სპეციალურ სამსახურს ევალება და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ.

პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოებისა და დაცულობის და სწორედ ამ უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს ახლა საქმე, რაც არის არასწორი და იქნება პრობლემური იმიტომ, რომ მათ შორის იმ კონსიტიტუციით, რომელიც არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, პრეზიდენტი არის ზეპარტიული ფიგურა, ასე ამბობს კონსტიტუცია და ახლა ამ ზეპარტიული პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ახლა ხორციელდება. ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის. ჩვენ ახლა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ადამიანები თავის კანდიდატურას აყენებენ ამ პოზიციის დასაკავებლად. ეს ცვლილება ხაზს უსვამს და ეს არის მცდელობა, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი და მიანიშნოს მათ შორის მომავალ პრეზიდენტს, რომ მისი უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელების პროცესში, მომავალში დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის კეთილ ნებაზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში უქმდება ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. არსებული კანონით, პრეზიდენტის გარდა პერსონალური დაცვა ენიშნებათ მისი ოჯახის წევრებსაც, რომელიც ნარჩუნდება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

პარლამენტისთვის წარმოდგენილი ცვლილებებით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

მთავრობა კი საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება, გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა აღნიშნული ერთი წლის გასვლის შემდეგ.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს