უკან

სამართალი

9 თებერვალი, 2017 12:25
font-size

პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარება არც ერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს-ირაკლი კობახძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იყო ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბებული პაკეტი.

როგორც კობახიძემ, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მედიას განუცხადა, სწორედ ასეთი მსჯელობის საფუძველზე მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმსაჯულების ე.წ მესამე ტალღასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც გატარდა საქართველოში გასული ოთხი წლის განმავლობაში. მართლმსაჯულების სფეროში ჩვენ გვაქვს რადიკალური პოზიტიური ცვლილებები და ეს მესამე ტალღა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ეს არის ზოგადი პოზიცია. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარებას, ეს არ გაზიარება არც ერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს შემიძლია თამამად გითხრათ. ეს არის პოზიცია, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის პირვანდელი რედაქციის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობები მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნებს კობახიძის განმარტებით, კანონის შესაბამისად შენიშვნები ან სრულად უნდა გაიზიარო ან საერთოდ არა.

„იყო რამდენიმე საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება მსჯელობა. თუმცა მოქმედი კონსტიტუციისა და კანონის თანახმად, პრეზიდენტის შენიშვნებს ან სრულად იზიარებ ან არ იზიარებ. ეს არის მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე აქედან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია. ამიტომ კენჭი ვუყარეთ პირვანდელ რედაქციას და მივიღეთ პირვანდელი სახით კანონპრიექტების პაკეტი. რაც შეეხება რეფორმის გაგრძელებას, უნდა დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართება სასამართლო სისტემაში. ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს რეფორმები“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, რეფორმის საბოლოო მიზანია ევროპული სტანდარტების სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.

„გახსოვთ რამდენად მძიმე იყო ჩვენი სასტარტო პოზიცია 2012 წელს. პრაქტიკულად მთლიანად იყო დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა იუსტიციის სამინისტროს. საქართველოში სასამართლო პრაქტიკულად არ არსებობდა. მინუსის ნიშნულიდან ავიღეთ ჩვენ სასტარტო პოზიცია. როდესაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემებზე, ოპონენტები მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებენ ისეთ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მათ აქვთ სუბიექტური ინეტერსები. ეს არის ეგრედწოდებული პოლიტიკური პატიმრების საქმე. ჩვენ ვნახეთ უგულავას მაგალითზე, რომ მან თავად აღიარა თავისი დანაშაული და ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი. მეორე, ეს არის რუსთავი2-ის საქმე, რომელთა დაკავშირებითაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი ინტერესი გამომდინარე იქიდან, რომ ტელევიზიის დე ფაქტო მესაკუთრე არის ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ეს არის მოცემულობა . არც ერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით რეალურად არ გამოითქმება არსებითი ხასიათის შენიშვნები. ეს არის ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს 2012 წლის მერე. გახსოვთ, რომ სასამართლო სისტემა იყო რეკეტის ინსტრუმენტი, ქონების წართმევის ინსტრუმენტი, ადამიანის დაშინების, დაშანტაჟების ინსტრუმენტი. ეს პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე აღკვეთილი 2012 წლის შემდეგ. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურება. ამ მიმართლებით ჩვენ გავაგრძელებთ მსვლელობას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მონიკა დავლიანიძე

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 თებერვალი, 2019 , 22:54

დღეს, 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კ

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

15 თებერვალი, 2019 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგ

მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს - მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს

15 თებერვალი, 2019 , 10:40

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

15 თებერვალი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომ

თსუ-ის მეცნიერების საქმეზე ახალი გარემოებები და უცნობი ფაქტები გამოიკვეთა -„ახალგაზრდა ადვოკატები“

14 თებერვალი, 2019 , 23:28

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსე

შსს-მ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

14 თებერვალი, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ორი თანამშრომელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველოს კანონმ