უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2017 12:20
font-size

პრეზიდენტისგან შემოთავაზებას ველოდებით - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში მმართველი გუნდი შეხვდება მას კონსტიტუციაზე სალაპარაკოდ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.

„პირადად მე მზადყოფნა გამოვხატე, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, საკონსტუტიციო საკითხებთან დაკავშირებით შევხვდებოდი, თუმცა ჯერჯერობით დუმილია. შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ და ვეტოს უფლება პრეზიდენტის უფლებაა. შესაბამისად, შეხვედრის გამართვა საჭიროდ მან უნდა ჩათვალოს. საუბარი არ არის იმაზე, ამას მე ვიზამ თუ ის. მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და შესაბამისად, ინიციატივის გამოყენება მის მხარესაა. შეხვედრის ჩატარება მან უნდა შემოგვთავაზოს, თუკი ის შედეგზე ორიენტირებული იქნება. თუკი მისი მხრიდან შეთავაზება იქნება, ჩვენი პასუხი პოზიტიური იქნება. ასეთ შემოთავაზებას ველოდებით. შემოთავაზება კონკრეტული უნდა იყოს და უნდა ვიცოდეთ, სად, როდის და რაზე ვხვდებით“, -თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვეტო დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ მზადაა, ქვეყნის პირველ პირს შეხვდეს.

28 სექტემბერს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ უმრავლესობის სურვილის შემთხვევაში, ის შეხვდება მმართველ გუნდს.

ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს მიიღო.

ანა მებურიშვილი

არ ვიცი, ეს ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რაღაცნაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც მე ვიგრძენი - იური მეჩითოვი

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა Al Jazeera-სთვის მიცემული ინტერვიუს, კერძოდ, იმ ნაწილის გამო, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს ეხებოდა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. „ჩემო საყვარელო ხალხო,

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებს შორის პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

2018 წლის 14 ნოემბერს, პარიზში გაიმართა პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბ

საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

2018 წლის 14 ნოემბერს, პარიზში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი,

სამხედროები არაფერ შუაში არ არიან... სააკაშვილი გაურიგდა მოწინააღმდეგეებს, რომ ჩააბარებდა ტერიტორიებს - ემზარ კვიციანი

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, ჰააგის სასამართლო პროცესზე სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. მისი განმარტებით, სამხედროები მხოლოდ ბრძანებას ასრულებენ, ამიტომ პასუ

არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესი არის შაბათ-კვირას, ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან, არამედ მაღალი შიდამიგრაციიდან - ნინო ლომჯარია

15 ნოემბერი, 2018 , 12:20

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აზრით, უმჯობესია, არჩევნები შაბათ-კვირას დანიშნულიყო. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში იქნებოდა გათვალისწინებული არა მხოლოდ ემიგრანტების მდგომარეობა, არამედ ქვეყანაში არსებული მაღალი შიდ

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური - საზღვარგარეთ უბნები ღამის 12 საათამდე იქნება გახსნილი

15 ნოემბერი, 2018 , 11:20

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`