უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2021 17:08
font-size

თბილისის მერიამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია დაასრულა

თბილისის მერიამ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები დაასრულა.

ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში მიმდინარეობდა, ჩართულები იყვნენ გამგეობების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები. თემატურ შეხვედრებს თბილისის მერიის გენდერულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძემ განაცხადა, თბილისის მერია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.

„ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით, იგი წარმოადგენს ადამიანის უფლების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას და მნიშვნელოვან დაბრკოლებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. დემოკრატიულ, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მიუღებელია ძალადობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ყოველგვარი ზეწოლის, შევიწროების, ძალადობის გარეშე, დამამცირებელი და მტრული გარემოსგან თავისუფალ საზოგადოებაში. თბილისის მერია აცნობიერებს საკუთარ როლს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორი, მტრული გარემოსგან დაცლილი გარემოს შექმნაში და ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთ საინფორმაციო კამპანიას მართავს დედაქალაქის გამგეობებში.

მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში, გაერთიანებული ძალისხმევით მიღწეული პროგრესისა, პრობლემის მასშტაბისა და საფუძვლების გათვალისწინებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თბილისის მერია თავისი სერვისებით მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, რადგან ამ პრობლემის დაძლევა საერთო პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ნინო ბურძენიძემ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება. კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი