უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მარტი, 2017 17:20
font-size

პრეზიდენტმა დისკუსიის დრო არ დატოვა - ეკა ბესელია პრეზიდენტის ვეტოზე

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, პრეზიდენტის მიერ ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო რჩება, რაც საფრთხის შემცველია.

„რაც ძალიან მაწუხებს, ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიცემული ვადები ძალიან შეზღუდულია, რომელიც 31 მარტს იწურება, პრეზიდენტმა ბოლომდე გამოიყენა, რაც მგონია, რომ ამ პროცესს შეუქმნის საფრთხეს. საქმე ეხება უსაფრთხოების სისტემას, ჩვენ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაცვის გარანტიებზე გვევალება პასუხისმგებლობა. ახლა მოგვიწევს სწრაფ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილება. რაც არ უნდა ეწეროს შენიშვნებში, პრეზიდენტმა დისკუსიის დრო არ დატოვა“, - განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ფარული მოსმენების კანონს. დღევანდელ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ კანონში გამოიკვეთა ორი ხარვეზი, რომელიც ეხება ფარული მოსმენების განმახორციელებელი სააგენტოს დამოუკიდებლობასა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე დაკისრებულ ხარჯებს. გამოსვლის ბოლოს მან მოუწოდა საპარლამენტო უმრავლეოსობას, გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას და ის მას ემსახურება - ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 11:10

„ის ბზარი რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, უნდა გამრთელდეს და გამთლიანდეს,“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისანგარიში მოისმინეს

21 ნოემბერი, 2018 , 11:10

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცნობას დაეთმო სპორტისა და ახალგაზ

მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

21 ნოემბერი, 2018 , 10:35

მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს . ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წმინდა მთავარანგელოზების, მიქაელის და სხვათა უხორცოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, განახლდა ვიდეო მონიტორინგის სისტემები

21 ნოემბერი, 2018 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, მცხეთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზეტაფონისა და ფოთის იზოლატორებში სამ

გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ჩატარდება

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. როგორც „მედიანიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დ

სახალხო დამცველმა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ეწვია და საჯარო ლექცია გამართა. ნინო ლომჯარიამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`