უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 იანვარი, 2017 14:30
font-size

პრეზიდენტმა ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებს პაკეტს ხელი მოაწერა.

ცვლილებების თახანმად:

1. საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.

2. სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს, ან ნებისმიერი ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას. ცვლილებები შეეხება როგორც იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირებს.

მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის, პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%–ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. არსებული სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე არ არის გასული 5 სამუშაო დღე.

ამასთან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს

3. ასევე დგინდება შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით და გაცემა დასაშვები გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა აღემატება 100 000 ლარს.

აღნიშნული ცვლილებები 15 იანვრიდან შევა ძალაში.

საკვანძო სიტყვები:

მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

19 ნოემბერი, 2018 , 12:50

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა . ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის ინფორმაციით, პ

600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან - მამუკა ბახტაძე

19 ნოემბერი, 2018 , 11:55

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,

მსოფლიოში დღეს მამაკაცთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

19 ნოემბერი, 2018 , 11:20

19 ნოემბერი მამაკაცთა საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 1999 წელს ტრინიდადსა და ტობაგოში აღნიშნეს. დღესასწაულის იდეა მალევე აიტაცეს კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში. ამჟამად ეს დღე აღინიშნება 70 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`