უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 მარტი, 2017 16:20
font-size

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, კანონში გამოიკვეთა ორი ხარვეზი, რომელიც ეხება ფარული მოსმენების განმახორციელებელი სააგენტოს დამოუკიდებლობასა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე დაკისრებულ ხარჯებს.

„პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა კონსულტაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად ძირითადში გამოიკვეთა ორი ხარვეზი. პირველი არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე არის კანოპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელიც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის წევრების ნათქვამზე, რომ ვეტოს აუცილებლად დაძლევენ. პრეზიდენტმა მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები.

„ახლა მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლეოსობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, ვიცი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გაგაჩნიათ, ამის შესახებ ინფორმირებულია ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში მანამ, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, იცით რა, რომ ჩვენ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია, ახლა დადგა დრო, რომ ყველამ დავიჯეროთ, რომ ვეტო დაძლევადია და დავიწყოთ მუშაობა, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია. მაგრამ შესაძლებელია, დრო დადგა, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

„ოცნება“ ემშვიდობება ხელისუფლებას, მაგრამ ამას ყველა ხვდება „ოცნების“ გარდა - დავით ჭიჭინაძე

28 იანვარი, 2020 , 17:45

„ოცნება“ ემშვიდობება ხელისუფლებას, მაგრამ ამას ყველა ხვდება „ოცნების“ გარდა, რადგან მათ რეალობასთან შეხება არ უნდათ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა

4 თებერვალს პარლამენტთან დაგეგმილი აქციის შესახებ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს

28 იანვარი, 2020 , 13:35

„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერიას 4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა. „4 თებერვალს გ

ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა და მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

28 იანვარი, 2020 , 11:20

ობამასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაინც და მაინც არ გვიყვარდა ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდების ჯგუფთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა. „მთ

ვახტანგ გომელაური იტალიის ელჩს შეხვდა

28 იანვარი, 2020 , 11:20

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თ

შალვა ნათელაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ღია წერილით მიმართავს

28 იანვარი, 2020 , 11:20

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში, რან გიდორს ღია წერილით მიმართავს; „ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რან გიდორს ბატონო ელჩო, პატივი მაქ

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

28 იანვარი, 2020 , 11:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება. ევროპის საბჭოს მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`