უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ოქტომბერი, 2017 14:00
font-size

პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მხრიდან გაზიარებული არ იქნება - გიორგი კახიანი

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა იმ სახით წარმოადგინა ვეტო, რომ იგი პარლამენტის მხრიდან გაზიარებული არ იქნება და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ პრეზიდენტის ვეტო დავძლიოთ, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, იმისთვის რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე კონსენსუსი ყოფილიყო, ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა.

"პროცედურულად ახლა ვეტოს განხილვის ეტაპზე ვართ. როგორც მოგეხსენებათ, სამი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის კანონის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. უმრავლესობას 13 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე ექნება ვეტოს განხილვა, თუმცა მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოხდება ვეტოს განხილვა.

სპეციფიკა ისეთია, რომ პრეზიდენტი თავის შენიშვნებს წარმოადგენს შესაბამის კანონპროექტთან ერთად. ჩვენ ვიმსჯელებთ პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციის კანონის პროექტზე და თავდაპირველად მას ეყრება კენჭი პლენარულ სხდომაზე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ კონსტიტუციის კანონის პროექტს, უკვე შემდგომ ხდება იმ კონსტიტუციური კანონის პროექტზე განმეორებით კენჭისყრა, რომელიც სამი მომსმენით უკვე არის მიღებული. ასევე იმ შემთხვევაში თუ ეს კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება, ასეთ დროს ითვლება, რომ პრეზიდენტის ვეტო არის დაძლეული.

პრეზიდენტს ექვსი შენიშვნა აქვს ვეტოში წარმოდგენილი, ან ექვსივე უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა ან არც ერთი. ასეთია ვეტოს სპეციფიკა“, - განაცხადა კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა.

ნინო ექვთიმიშვილი

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება სცნო

17 იანვარი, 2020 , 15:16

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონ

ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

17 იანვარი, 2020 , 14:24

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში, რომელიც პარიზში იმ

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო

17 იანვარი, 2020 , 14:21

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

16 იანვარი, 2020 , 15:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, ჯასტინ მაკენზი სმიტთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებ

საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვას სახელმწიფო ინსპექტორი გააკონტროლებს

16 იანვარი, 2020 , 12:55

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`