უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 იანვარი, 2017 13:05
font-size

პრეზიდენტმა კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების კომპანიების ახალ რეგულაციების შესახებ კანონპროექტებს ხელი მოაწერა

კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ-სესხების კომპანიების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა.

შესაბამისი განაცხადება ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, მაია მელიქიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული კანონპროეტქები ეხება ლარიზაციას, ონლაინ-სესხების შეზღუდვებს, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებული არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთან.

,,ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტები და ვიხელმძღვანელეთ იმ ღირებულებებით და კრიტერიუმებით, როგორიც გახლავთ საქართველოს ეკონომიკის განვითარება, კერო სექტორის გაძლიერება, საზოგადოების ინტერესების დაცვა. აქედან გამომდინარე ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე, ამასთანავე დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გასაცემ სესხებზე აიწიოს მომავალში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოთხოვნა ფულზე ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში საკმაოდ დიდია.

გვაქვს კითხვებიც საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ასეთ დაჩქარებულ და ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანომდებლო ინიციატორების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კონსულტაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, კომერციული ბანკების წარმომადგენლებზე, ონლაინ-სესხების კომპანიებზე და ამასთანავე, ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან. მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და მოსაზრება ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილ იქნება აქტიური მუშაობის შედეგად. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს.

სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტებს მოაწეროს ხელი’’, - განაცხადა მაია მიქელაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`