უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
არქივი
საზოგადოება
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. ქვეყნის პირველი პირი დოკუმენტს 2 მოტივირებული შენიშვნით პარლამენტს უბრუნებს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონში „ადეკვატურად არაა გაწერილი 2 საკითხი“ - მედიის სარეკლამო ბაზრისადა შესყიდვების საკითხები.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის სარეკლამო ბაზარი კლებადია, ხოლო მასში შესული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც პრივილიგირებულია სახელმწიფო დაფინანსებით, მედიამრავალფეროვნებას საფრთხეს შეუქმნის.
რაც შეეხება შესყიდვებს, პრეზიდენტის თქმით, ახალი კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ რეგულაციებს.
„რა თქმა უნდა, მივესალმებოდი, რომ იყოს ნაბიჯი წინ ევროპული სტანდარტებისკენ, მაგრამ ეს არ არის აღწერილი კანონში. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს, ამ ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენ მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე, სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენით 22 დეკემბერს დაამტკიცა. მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 63-მა პარლამენტარმა.
ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.