პოლიტიკა


პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე პარლამნეტს უარი უთხრა
პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა.
"შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილი იყოს წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციის ცვლილების. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ", - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
აქვე, მარგველაშვილმა განმარტა, რომ მისი უარის მიუხედავად, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება რიგგარეშე სხდომა მაინც გამართოს.
"ეს რეალურად ვერ შეცვლის ვითარებას და თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი რიგგარეშე სესიის მოწვევის", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტის რიგგარშე სხდომა, ხვალ უნდა გამართულიყო. მასზე საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გარდა, ასევე დაგეგმილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა
7 დეკემბერი, 2019 , 15:45

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06