უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 დეკემბერი, 2018 17:35
font-size

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები და საკუთარი გუნდის წევრები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის პრეზიდენტის სასახლეში მრჩევლები და საკუთარი გუნდის წევრები წარადგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ქეთევან მახარაშვილი, რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალება, ასევე ის დროებით პრესსპიკერის ფუნქციებსაც შეითავსებს.

დიმიტრი გაბუნია დაინიშნა საპარლამენტო მდივნად.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იქნება სიმონ პეტრიცი. მისი წარდგენისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე არაა ბოლომდე ადაპტირებული შშმ პირებისთვის და „ჩვენ ამ ცვლილებებით დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან“.

დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ნათია სულავა გახდა, მრჩეველი სამხედრო საკითხებში – აკია ბარბაქაძე, მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში - ირინა შენგელია, ხოლო კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში - კოტე ნაცვლიშვილი.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი