უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 იანვარი, 2017 16:20
font-size

პრეზიდენტმა სამხედროები ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში საპატიო ყარაულმა დროშის ორიგინალი აღმართა, რომელიც შარშან საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.

ცერემონიაში აფხაზეთის ომის მონაწილე სამხედროების ოჯახის წევრები იუნკერები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილები მონაწილეობდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მექანიზებული ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ასევე დაჯილდოვდა უფროსი ლეიტენანტი სერგო გუჯეჯიანი.

პრეზიდენტის მიერ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ უფროსი ლეიტენანტები თენგიზ აბსანძე, ვახტანგ ფარცვანია, მერაბ კვინიკაძე, რიგითები ნიკოლოზ (ნიკოლაი) გერაშენკო, რუსლან გვასალია, გიორგი შენგელია, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მებრძოლი ჭიჭიკო დადვანი, შინაგანი ჯარების ზემდეგები ლილი თაკვარელია, გურამ ხადური, კაკო ხადური, სოხუმის ცალკეული ასეულის სამხედრო მოსამსახურე სერგეი კვარაცხელია, სამხედრო პოლიციის ზემდეგი ხვიჩა ლემონჯავა.

მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“კი, დაჯილდოვდნენ მამუკა კოკაია - შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ზემდეგი და კახა სამადალაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგითი.

ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.

ნინო ექვთიმიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი