უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
პრეზიდენტმა გორში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა 06.05.2012 18:08

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გორის რეაბილიტაციის ფარგლებში წერეთლის ქუჩაზე დაწყებული სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ტატიშვილთან ერთად დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ პროექტის მნიშვნელობაზე, რადგან ახალი უბანი კიდევ უფრო აქტუალური გახდება, როგორც ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, ისე მცირე ბიზნესების წამოსაწყებად, _ იუწყება ფეისბუკზე პრეზიდენტ სააკაშვილის გგვერდი.

ოფიციალური ცნობით, წელს იქ ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება და საკომუნიკაციო სისტემის მთლიანად შეცვლა იგეგმება. პროექტის ფარგლებში 100-მდე სახლის გარე ფასადი მოწესრიგდება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ქვაფენილი დაიგება.