უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა 06.05.2012 16:05

საქართველოს პრეზიდენტმა გორში გამართულ პოლიციის აღლუმზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის თქმით, მერაბიშვილმა ყველა ჩვენგანთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართული პოლიციის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში.

,, მას წინ კიდევ დიდი გზა აქვს და ჩვენ არ გვინდა ზედმეტი ქება შევასხათ. ყველა ჩვენგანი ღირსია იმისა, რომ იმსახურებდეს საზოგადოების პატივისცემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს არ ვუთხრათ მადლობა საზოგადოებისთვის გაწეულ საქმიანობაზე”, _ განაცხადა პრეზიდენტმა.

მინისტრთან ერთად, დღეს რამდენიმე ათეული ქართველი პოლიციელი იღებს სახელმწიფო ჯილდოებს, სხვადასხვა სახის ორდენებს.