უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 სექტემბერი, 2018 17:30
font-size

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს დაიცავს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძალოვანი პენსიონრების სარჩელის განხილვა საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ.

ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს სასამართლოში პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა იცავს.

მოსარჩელეები მოითხოვენ მათი პენსიების გათანაბრებას იმ პენსიონრებთან, რომლებმაც ეს სტატუსი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შეიძინეს.

დისკრიმინაციული მდგომარეობა წარმოიშვა 2005 წლიდან, როცა პარლამენტმა დაადგინა, რომ პენსიონრები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გავიდოდნენ პენსიაზე, მიიღებდნენ უფრო მეტ თანხას, ვიდრე ის ისინი, რომლებიც წინა წლებში გავიდნენ პენსიაზე.

ზემოაღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სხვადასხვა თაობის პენსიონერებს შორის მნიშვნელოვანი უთანასწორობა წარმოშვა.

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა თვლის, რომ მსგავსი დისკრიმინაცია დაუშვებელია.

„სამწუხაროდ, დისკრიმინაცია სააკაშვილის მმართველობის დროს შეეხო სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს და არამხოლოდ პენსიონრებს. განსხვავებული მიდგომა იყო ე.წ. შევარდნაძის დევნილებსა და სააკაშვილის დევნილებს შორის, შევარდნაძის პედაგოგებსა და სააკაშვილის პედაგოგებს შორის. აუცილებელია, ამ მავნე მემკვიდრეობას თავი დავაღწიოთ და, მაგალითად, პოლიციის პოლკოვნიკი, მიუხედავად იმისა, 90-იან წლებში გავიდა პენსიაზე, თუ 2000-იან წლებში, თანაბარ თანხას იღებდეს სახელმწიფო მიუჯეტიდან,“- განაცხადა კახა კუკავამ.

ირანის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

23 ოქტომბერი, 2018 , 17:45

სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. “ბათუმის საქა

ყაჩაღობასა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 ოქტომბერი, 2018 , 15:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული შ.კ. დამნაშავედ

იბერია ტვ-ის საქმეზე დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას მომდევნო სხდომაზე დაასრულებს

23 ოქტომბერი, 2018 , 13:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. დაცვის მხარემ საქმეში არსებული წერილობითი მტკი

ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მიეცა

23 ოქტომბერი, 2018 , 11:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფალსიფიკაციის (მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწ

გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგას“ საქმეზე ლონდონის სასამართლოში არიან დაბარებული - გამოიძახებენ ბიძინა ივანიშვილსაც

23 ოქტომბერი, 2018 , 10:55

სამართალი, ომეგა ჯგუფი, ომეგას საქმე, ჩანაწერები, გიორგი გახარია, დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის სასამართლომ დაკითხვაზე დაიბარა. აღნიშ

„შავი ზღვის უნივერსიტეტის“ ქონებაზე დაკისრებული ყადაღა მოხსნილია

22 ოქტომბერი, 2018 , 14:50

შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა, რაც გულისხმობს, რომ მოხსნილია საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებაზე დაკისრებული ყადაღა. საქალაქო სასამართლოში პროც

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`