უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2018 17:00
font-size

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადება

მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჩემთან დებატებს თავს არიდებს. ამიტომ, იძულებული ვარ ბრიფინგით მივმართო და შევახსენო, რომ იგი თავისივე ნებით მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი გახდა და სრულად აგებს პასუხს ამ გუნდის მოქმედებაზეც თუ უმოქმედობაზეც.

ქვეყანაში მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი. პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს მმართველი გუნდის კონსტიტუციის ფარგლებში მოქცეული პოლიტიკური ინიციატივებით და არა შავ პიარში შეჯიბრით ან „ნაცებს ჯერ კიდევ ვჯობივართ“ თვითდამშვიდებით.

მმართველმა გუნდმა უნდა ისარგებლოს კონსტიტუციური მექანიზმებით და გამოაცხადოს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობის ეპოქა დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით.

ამგვარი პოლიტიკური განაცხადით დღეს შესაძლებელია კრიზისის განმუხტვა. ხვალ შეიძლება ესეც აღარ აღმოჩნდეს საკმარისი. დღეს სახელისუფლებო პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს მმართველ გუნდზე ზემოქმედების ბერკეტები. არჩევნების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მას ეს ბერკეტები აღარ ექნება.

მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეძლოს ამის გაკეთება 28 ოქტომბრამდე და დაამტკიცოს, რომ მას „ოცნებასთან“ ალიანსი ქვეყნის სამსახურისთვის უნდოდა და არა თავისი გაპრეზიდენტებისთვის.

მე მას ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა. მე კოალიციის პოლიტსაბჭოს ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში მივმართე მოსაგვარებელი სისტემური პრობლემების ვრცელი ნუსხით და ბიძინა ივანიშვილის მხურვალე მხარდაჭერაც მივიღე ყველა პუნქტზე. მაგრამ ნელ-ნელა ყველა პრობლემა პრობლემად დარჩა და პრობლემაზე ყველა ხმის ამომღები ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდა...

„ქართულმა ოცნებამ“ 6 წელიწადში 12 მილიარდი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე „ნაცმოძრაობამ“ 9 წელიწადში - სალომე სამადაშვილი

14 ნოემბერი, 2018 , 15:30

„სად მიდის ეს ფული, რომელსაც ხარჯავთ? ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც წარმოსახვით რეალობაში არსებობს? რადგან რეალურად ვერ ვხედავთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადა

ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2018 , 15:30

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვერ ხედავს პრობლემას, თუკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა. მისივე მტკიცებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილე

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია უნდა აიკრძალოს - ია მეტრეველი

14 ნოემბერი, 2018 , 15:30

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მეტრეველის განცხადებით, მათი აქტივისტები მეტროსადგურებთან

ნამდვილად არ სჭირდებოდა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა - ია მეტრეველი

14 ნოემბერი, 2018 , 15:30

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მტკიცებით, მისი და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის შემთხვევები განსხვავებულია, რადგან დავით სარალიძე სახელმწიფოს არ მოუკლავს. მეტრეველმა აღნიშნა

საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს - არასამთავრობო ორგანიზაციები

14 ნოემბერი, 2018 , 15:30

ცესკოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი გან

ცესკო ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, ხოლო მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია - გიორგი ვაშაძე

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ცესკოში დაგეგმილი სხდომა გადაიდო. სხდომაზე დასასწრებად მისულმა ვაშაძემ ცესკო თ