კომენტარი


პრეზიდენტს არ ვეთანხმები, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეა ნებისმიერ შემთხვევაში - დავით სერგეენკო
შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტროს მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გასული ოთხი წლის განმავლობვაში დაამტკიცა, რომ მისი ამოცანა კანონის თავზე მორგება არ არის.
ამის შესახებ სერგეენკომ პრეზიდენტის მიერ გუშინ პარლამენტის პირველ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
”პრეზიდენტმა ორ ნაწილად გაყო მიღწევები და გამოწვევები. მიღწევების ნაწილში რაც მან განაცხადა, უფრო თავისუფალი გარემო, სამართლიანობის აღდგენა, ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება, ეს სწორედ ბოლო ოთხი წლის მიღწევებია. რაც შეეხება გამოწვევებს, მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე არის ნებისმიერ შემთხვევაში რა პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ჰქონდეს ის. ამაში მე ვერ დავეთანხმები. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას”, რომელმაც ამ ოთხი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისი ამოცანა არ არის კანონის თავის თავზე მორგება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
26 თებერვალი, 2021 , 17:08
გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე
26 თებერვალი, 2021 , 16:56

თუ მელიას მიზანია იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ - ალუდა ღუდუშაური
26 თებერვალი, 2021 , 12:39

სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი
25 თებერვალი, 2021 , 16:30

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება - გიორგი ხელაშვილი
24 თებერვალი, 2021 , 15:30

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა - გიგი უგულავა
24 თებერვალი, 2021 , 15:15