უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 იანვარი, 2018 17:45
font-size

პრეზიდენტს მოვუწოდებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს - არასამთავრობოები

21 არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს განცხადებით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ ქვეყნის პირველ პირს, დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

„ქართული საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგისა და მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ უსამართლობასა და მისი ოჯახის ტრაგედიას ადევნებს თვალს.

ქართველმა სამართალდამცავებმა მ.ე. ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ოჯახის წევრები, მათზე განხორციელებული მუქარის გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საჩივარი, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხიც. ექსტრადაციის შემთხევაში დიდია რისკი იმისა, რომ ჩაბუქი დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს.

სამწუხაროდ, ჩაბუქის მიმართ განხორციელებული ქმედებები დემირელის სკოლის სხვა მასწავლებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არაპირდაპირი გზავნილია და ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ საქართველოს ტერიტორიაზე.

დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში 24 წელია ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს (დღემდე 30 000 მოსწავლემ და სტუდენტმა დაამთავრა ეს სასწავლებლები, ბევრმა მათგანმა არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოუტანა საქართველოს წარმატება) მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით. მათი ნაწილი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის უკვე გახდა საქართველოს მოქალაქე.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე დემირელის კოლეჯისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომელთაც საქართველოს წინაშე მართლაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება და სურვილი გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯით მათი უფლებები უფრო მეტად იქნება გარანტირებული და დაცული საქართველოს ტერიტორიაზე",- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

23 თებერვალი, 2019 , 16:21

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ

თავდასხმა რუსთაველზე - 39 წლის მამაკაცის მტკიცებით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა

23 თებერვალი, 2019 , 15:46

თბილისის ცენტრში თავდასხმა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე ამტკიცებს, რომ მას სასტიკად გაუწსორდა ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან

„ადეიშვილთან იცით, ვინ დაარბენინებდა ამ ჩანაწერებს? - ვანო ზარდიაშვილი! ამ კაცმა იცის ზედმიწევნით ყველაფერი“

23 თებერვალი, 2019 , 15:15

ბოლოს გავრცელებული ვერსიით, ეკა ბესელიასთან დაკავშირებული ფარული კადრების გავრცელების თაობაზე გაიჟღერა, რომ ის სომხეთის ციხიდან იქნა ატვირთული.   რამდენად რეალურია ეს ვერსია? რა ხდება სინამდვილეში - ვინ იღებდა აღნიშ

მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს

23 თებერვალი, 2019 , 15:15

ჭიდაობის ფედერაციასთან, სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყ

მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო

23 თებერვალი, 2019 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც „მედიანიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, მართლწესრიგის ოფიცრის 220

`მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე`

23 თებერვალი, 2019 , 14:00

"მოგესალმები, ბატონო ბიძინა, ნაკვირახად ქცეული ქვეყნიდან, ნაკვირახად ქცეული გამომშრალი, დაკბეჩილი, დაჩიავებული, ხორცშეურჩენელი, სიცოცხლე გამოწურული ქალაქიდან... იმერელი კაცი ხართ და გაიგებთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს ნაკვ

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში