უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
პოლიტიკა
პრეზიდენტს და პრემიერს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ - ფიქრია ჩიხრაძე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით,საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ.
ამის შესახებ ჩიხრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
მისი თქმით, კონსულტაციები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ალბათ გაიმართება.
ფიქრია ჩიხრაძე გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კრიზისის ნიშანი შეიძლება გაჩნდეს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს სამუშაო თემაა.
„მნიშვნელოვანია ორი რამ - ერთი, რომ ვიცოდეთ არჩევნების თარიღი და მეორე, დროულად ჩამოყალიბდეს საარჩევნო წესები“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არჩევნების თარიღთან ერთად ისაუბრებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ თემებზე.
მონიკა დავლიანიძე