უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ოქტომბერი, 2016 18:35
font-size

პრიორიტეტები იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება _ ზაზა თავაძე

პრიორიტეტები იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, - განუცხადა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ და მადლობა გადაუხადა პლენუმის იმ წევრებს, რომელმაც მას მხარი დაუჭირეს ამ თანამდებობაზე.

,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ წევრს, რომლებმაც გამომიცხადეს ძალიან დიდი ნდობა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იმავდროულად ჩემთვის ძალიან დიდი პატივი.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები იქნება, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ, არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა’’, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც მისი მხრიდან ხელისუფლების ინტერესების შესაძლო გატარებას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, უპასუხა შემდეგნაირად:

,,საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ’’, ანუ ლაკმუსის ქაღალდი იმისა, თუ სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება’’, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

18 სექტემბერი, 2019 , 15:50

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკო

„წითელ ხიდზე“ 7 960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

18 სექტემბერი, 2019 , 15:10

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. „ფინა

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18 სექტემბერი, 2019 , 12:50

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ი. მ. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტ

პოლიციამ 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

18 სექტემბერი, 2019 , 10:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებუ

პოლიციამ ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობ

გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს