უახლესი ამბები
- 29.06.2022 18:44ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
- 29.06.2022 17:15ყვავებს გამოეყვნენ ქორები - რომან გოცირიძე `ოცნებიდან` წასულებზე
- 29.06.2022 17:08საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს - ირაკლი ღარიბაშვილი
- 29.06.2022 16:58ნუ აცდებით რეალურ სამიზნეს – დიმიტრი ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს - გია ხუხაშვილი
- 29.06.2022 16:46ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- 29.06.2022 16:11ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, იმისთვის, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული - კარლ ჰარცელი
- 29.06.2022 16:03მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსების საქმეზე იჩივლა და დაზარალებულის სტატუსს ითხოვს
- 29.06.2022 15:54სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
არქივი
საზოგადოება

პროექტები, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლების განმავლობაში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანი სტიმულია ფერმერებისთვის - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ახალგაშენებულ ბაღში იმყოფებოდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, კომპანიამ „აგრონატურალი“, 2018 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 4 ჰა-ზე ბლისა და 1 ჰა-ზე ვაშლის ბაღის გაშენებისა და ჭაბურღილის მოწყობისათვის თანადაფინანსება 57,000 ლარი მიიღო.
მათივე განმარტებით, კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტითაც სარგებლობს. სესხის 11% პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. ბაღში 8 ადამიანია დასაქმებული.
„პროექტები, რომელსაც ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლების განმავლობაში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანი სტიმულია ფერმერებისთვის ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. ფერმერებს, რომლებსაც შევხვდით, სწორედ სახელმწიფო პროექტებმა მისცა სტიმული, რომ ასეთი მასშტაბური ინვესტიცია განეხორციელებინათ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
უწყების ცნობით, მინისტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისშიც იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი ფერმა დაათვალიერა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მესაქონლეობის ფერმა 2016 წელს ამოქმედდა. კომპანიამ „ნიბა 2008“ მესაქონლეობის ფერმის მოსაწყობად 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია 2016 წლიდან სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით, სესხის 11%-ს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. ფერმაში, სადაც დღიურად 2 ტონა რძე იწარმოება, 6 ადამიანია დასაქმებული. მესაქონლეობის ფერმა ნედლეულით რძის გადამამუშავებელ ადგილობრივ საწარმოს ამარაგებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ფერმერებთან რეგულარული შეხვედრები იმართება მათი საჭიროებების გასაცნობად; აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით ხდება სწორედ სახელმწიფო პროექტების შემუშავება.

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „თიხის აკადემია“ საქმიანობას აფართოვებს
29 ივნისი, 2022 , 12:15
გამოსავალი? სისტემა კი არ უნდა დაინგრეს - არამედ მოკვდეს - გოჩა მირცხულავა
29 ივნისი, 2022 , 11:28

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მთის ლუდმა“ წარმოება სამჯერ გაზარდა
29 ივნისი, 2022 , 11:23

ჰააგის ბავშვთა კონვენციის ფარგლებში, ქართველი ადვოკატები და იურისტები გადამზადნენ - „ახალგაზრდა ადვოკატები“
29 ივნისი, 2022 , 10:31
კობა გვენეტაძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა
28 ივნისი, 2022 , 16:33
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური სამხედრო პატივით დაკრძალეს
28 ივნისი, 2022 , 16:24