უკან

საზოგადოება

12 აპრილი, 2018 17:00
font-size

პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“ გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტალღა მცირე და დამწყები საწარმოების განვითარებისთვის - გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენს ქვეყანას სჭირდება თამამი იდეები, თამამი გადაწყვეტილებები და სწორედ, თქვენი ასაკია ის ასაკი, როდესაც ეს ყველაზე ადვილია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის - „ახალგაზრდა მეწარმე“ პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ორგანიზებულად მიაწოდონ თავიანთი აზრი ხელისუფლებას, უზრუნველყონ თავიანთი ჩართულობა მართვის საქმეში.

,,ეს არის გათვლილი 18-დან 40 წლამდე ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ აქტიური იდეები, განსაკუთრებით, ეს არის რეგიონებზე გათლილი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი გადანაწილდეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე. ამიტომ არის, სწორედ, ფერმერების ჩართულობა ამ პროგრამაში განსაკუთრებით ხაზგასმული და რამდენადაც მე ვიცი, ასევე, გათვალისწინებულია, 20 % არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესებიც, მაგრამ რეგიონებში იქნება ეს წახალისებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა პროფესიულ-საგანმანათლებლო მიმართულებისა, სახელმწიფომ გადადგა ძალიან ბევრი ნაბიჯი იმისათვის, რომ დამწყებ ბიზნესმენს, დამწყებ მეწარმეს ჰქონდეს განსაკუთრებული პირობები შექმნილი.

,,დღეს ვიწყებთ პროექტს „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტალღა მცირე და დამწყები საწარმოების განვითარებისთვის. პროგრამის შემუშავებაში საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარა დანიის ხელისუფლება, დანიის მთავრობა და ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD). მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

პროგრამა ითვალისწინებს 18-დან 40 წლამდე დამწყები მეწარმეების წახალისებას, 40 %-იანი გრანტია გათვალისწინებული, ასევე გათვალისწინებულია საკონსულტაციო დახმარება და რათქმაუნდა, დანარჩენი დაფინანსების მოძიება მეწარმეებს შეუძლიათ უკვე იმ დანარჩენი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ.

ასე რომ, იკვრება ერთი დიდი წრედი, რომლის სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა კუთხით განსაზღვრულია დამწყები და მცირე მეწარმეების დახმარებისთვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან წარმატებული.

ასევე, მინდა გითხრათ რომ მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს, ანუ ის პროექტები, რომლებიც იქნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და რომლებსაც კაპიტალის, ანუ თანამონაწილეობის ნაკლებობა ექნებათ. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ეს იქნება კიდევ ერთი დამატებული ტალღა.

ყელა ეს პროექტი ქმნის იმ გარემოს, იმ ეკოსისტემას, რომელშიც ახალგაზრდა ფაქტიურად ყველანაირად იქნება წახალისებული და ყველა პირობა იქნება შექმნილი რომ გახდეს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი.

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან დასაქმებულები, დაქირავებული მოხელეები, თუმცა ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ენერგია, რომელიც სულ სხვა დინამიკას მოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი