უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2018 12:45
font-size

პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ უკვე ათი წელია წარმატებით ხორციელდება

საქართველოს პროკურატურა უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს „საზოგადოებრივი პროკურატურა“, რომლის მიზანია დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების წინაშე საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წელს პროექტში ჩაერთო საქართველოს ყველა რაიონული პროკურატურა, შესაბამისად „საზოგადოებრივი პროკურატურა“ უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

,,აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, კულტურის, სპორტის და სოციალური ღონისძიებები. საქართველოს პროკურატურის პროკურორები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან და მოსახლეობასთან მუდმივად ატარებენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, საუბარი ეხება გავრცელებულ დანაშაულებს და მათი პრევენციის შესაძლებლობებს. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით პროკურორები მართავენ იმიტირებულ გამოძიებას და სასამართლო პროცესებს, ასევე ტარდება ფოტო და ნახატების გამოფენები.

2017 წლის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ იყო ყველაზე მასშტაბური - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 556 ღონისძიება გაიმართა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყება აქვე წლის შემაჯამებელ ვიდეორგოლს აქვეყნებს: https://www.youtube.com/watch?v=T9LqOa05aYU&feature=youtu.be

საკვანძო სიტყვები:

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`