უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 დეკემბერი, 2019 15:20
font-size

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა - ნათია თურნავა

მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული უპრეცედენტო საპრივატიზაციო პროექტი - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუქციონისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესია და ამას მოწმობს ციფრებიც - პირველი, არასრული კვირის შედეგებიც, აუქციონის საიტს 15 ათასზე მეტი მნახველი ყავს, გაიყიდა 6 ობიექტი, რომელთა საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 401 000 ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი კონკურენციის და ვაჭრობის შედეგად უძრავი ქონება 8 090 000 ლარად გაიყიდა. ამ ეტაპზე კიდევ 100-ზე მეტი ბიჯია განთავსებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, უკვე მზადდება ობიექტების ახალი ჩამონათვალი, რომელიც ჩაანაცვლებს ამოყიდულ ობიექტებს და ეს იქნება საკმაოდ საინტერესო ახალი ობიექტები. ნათია თურნავას თქმით, უპრეცედენტო პროექტის შესახებ სიახლეები მოსახლეობას მუდმივად მიეწოდება.

ცნობისთვის, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ ქონების ეროვნულმა სააგენტომ კერძო ბიზნესს გასულ კვირას წარუდგინა. პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზაციო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით და სააგენტოს რეკომენდაციებით განთავსდა ელექტრონულ აუქციონზე. აღნიშნულ პლატფორმა განახლებადია და მუდმივად შეივსება ახალი საპრივატიზებო ობიექტებით.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს.

საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

პროექტის მიზანს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. გარდა ამისა, სპეციალურად შემუშავდა ციფრული ინტერაქტიულ რუკა, სადაც დატანილია ყველა საინვესტიციო პაკეტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონს და ჩაერთოს ვაჭრობაში. აღნიშნულ პლატფორმას მუდმივად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები.

ინფორმაცია გასხვისებული ობიექტების და სხვა შეთავაზებების შესახებ - http://bit.ly/2OTif9Y

ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება - კობა გვენეტაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:10

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, ცენტრალური ბანკის საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს გასულ წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება. „მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისი

ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა - ნათია თურნავა

5 აგვისტო, 2020 , 14:55

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭ

„შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის - ნათია თურნავა

4 აგვისტო, 2020 , 14:50

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის&ld

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “Georgia`s Natural”-ის ბრენდი გამოჩნდა

3 აგვისტო, 2020 , 16:20

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია “Georgia`s Natural”-მა ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა. კომპანია უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული

ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

3 აგვისტო, 2020 , 14:45

საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე -&nb

ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა - ნათია თურნავა

31 ივლისი, 2020 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა. „ყველა სირთულის მიუხედავად, ივ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე