უკან

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2017 15:40
font-size

პროექტის „რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია“ პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 22 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პროექტის „რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია“ პრეზენტაცია გამართა და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ეროვნული პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი (სამაგიდო კვლევა) წარმოადგინა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, კვლევა მოიცავს ქვეყანაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კუთხით არსებული ვითარების მიმოხილვას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საქმიანობის შეფასებასა და რეკომენდაციებს. დოკუმენტი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ტექნიკური მხარდაჭერით მოამზადა.

ღონისძიებაზე ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წელს განხორციელდება ეროვნული კვლევა, საქართველოში არსებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობის, მათი განხორციელებისა და დაცვის კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესაფასებლად.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სამთავრობო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, კვლევითი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ზემოაღნიშნული თანამშრომლობა მიმდინარეობს 2017-2020 წლებში გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერ ფინანსდება.

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ