უკან

საზოგადოება

30 მაისი, 2020 16:15
font-size

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გამართა. ამის შესახებ “მედიანიუსს” სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრა დაეთმო ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის საჭიროებებისა და სამინისტროს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების განხილვას.

“შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გამახვილდა, რომლის წინაშეც კერძო სექტორი აღმოჩნდა პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში. შეხვედრის მიმდინარეობისას, ბიზნესის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე პერიოდში გამოვლენილ საჭიროებებზე, ხოლო მინისტრის მოადგილემ პროფესიული განათლების ის მექანიზმები მიმოიხილა, რომელთა მორგებაც ეფექტური იქნება აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად - ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადებისა და ტრენინგების მიმართულებით ბიზნესის მოკლევადიანი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ღია დიალოგის ფორმატის ლოგიკური გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს კამპანიას ბიზნეს სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამოწვევებისა და სამუშაო ძალის გადამზადების საჭიროებების იდენტიფიკაციის მიზნით.

თამარ ქიტიაშვილთან შეხვედრას ეროპული ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორიდან და მონაწილე ბიზნესის/სექტორული ასოციაციების მოწვეული წარმომადგენლები: ტურიზმის და გასტრონომიის აკადემია, ლე-როშეს წარმომადგენელი საქართველოში,“შუხმან ვაინს ჯორჯია”, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაცია, თეგეტა აკადემია, კომპანია “აჭარა ტექსტილე”, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, კომპანია “SafCo”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი

12 ივლისი, 2020 , 11:18

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2020 , 10:05

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები შიდა ქართლში, ქარელში შეინიშნებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასა

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

„თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:34

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ იყო „ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედების გამტარი“. ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე