უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2018 13:50
font-size

პროფკავშირები მოუწოდებს სახელმწიფოს, შეცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ დასაქმებულებს მიეცეთ გაფიცვის უფლება

საქართველოს პროფკავშირები მოუწოდებს სახელმწიფოს, შეცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ დასაქმებულებს მიეცეთ გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება.

შესაბამისი განცხადებით პროფკავშირები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან, რომლის თანახმადაც, მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ.

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეტროს მემანქანეთათვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა მკვეთრად ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და არის ფუნდამენტური უფლების, ასოციაციის თავისუფლების ხელყოფა - ასე აფასებს პროფკავშირების გაერთიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას საგანგაშოდ მიიჩნევს.

გაფიცვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის უფლება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა უკიდურესად ზღუდავს მას, რამდენადაც ის ფაქტობრივად დასაქმებულთა უმრავლესობას გაფიცვის უფლების გარეშე ტოვებს. მითუმეტეს, რომ თავად გაფიცვის უფლების მოპოვება, თავის მხრივ უკავშირდება წინმსწრებ სავალდებულო შემათანხმებელ პროცედურებს და მედიაციას, რაც კიდევ უფრო ართულებს აღნიშნული უფლების რეალიზებას. ამ ფონზე კი სასამართლოს კვლავ აქვს შესაძლებლობა გადადოს ან შეაჩეროს კანონიერი გაფიცვა.

ამგვარი რეგულირება წარმოადგენს პროფკავშირების მუდმივი კრიტიკის საგანს, მათ შორის შრომის კოდექსის 51-ე მუხლის, მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.

პროფკავშირებთან კონსულტაციის გარეშე, 2013 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით №01-43/ნ დამტკიცდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა, რომელმაც მოიცვა ისეთი დარგები, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ფაქტობრივად აუკრძალა გაფიცვა დასაქმებულთა უმრავლესობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, შრომითი უფლებების დაცვის ყოველგვარი ალტერნატიული, გაფიცვის უფლების შეზღუდვის სანაცვლო საკომპენსაციო მექანიზმების გარეშე, რაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების უხეში დარღვევაა.

იგივე ეხებათ იმ დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ დაწესებულებებში, რომლის საქმიანობის შეჩერებაც შეუძლებელია ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა, არ განმარტავს თუ რა იგულისხმება ამგვარ სამსახურებში და იძლევა დასაქმებულთა გაფიცვის უფლების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის საშუალებას.

პროფკავშირების კრიტიკას სრულად იზიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ შენიშვნებს სისტემატურად ასახავს შსო-ს ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში, მათ შორს 2018 წლის ანგარიშშიც, სადაც ის სახელმწიფოს მიუთითებს, რომ შეცვალოს შრომის კანონმდებლობა იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა დავიწროვდეს და მან მოიცვას ასეთი საქმიანობები ამ სიტყვის მკაცრი გაგებით; განიმარტოს, თუ რომელი სამსახურებია, სადაც ტექნოლოგიურად შეუძლებელია პროცესის შეჩერება და იქ, სადაც გაფიცვის უფლების შეზღუდვის ამგავრი წინაპირობა არსებობს დასაქმებულებს არა სრულად აეკრძალოთ გაფიცვა, არამედ სამსახურებში შენარჩუნდეს მინიმალური მომსახურების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას.

კომიტეტი, პროფკავშირების ანგარიშზე დაყრდნობით ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს სოციალური პარტნიორების ჩართულობით, შეცვალოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია გაფიცვისა გადადება ან შეჩერება, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალწლიან ბრძოლას გაფიცვის უფლებისთვის სათანადო მხარდაჭერა არ მოყვა საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორიდან, რამაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვა აეკრძალათ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, შეცვალოს კანონმდებლობა იმგვარად, რომ დასაქმებულებს მიეცეთ გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება, შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პროფკავშირების გაერთიანება უახლოეს მომავალში მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შრომის კანონმდებლობაში გაფიცვის შემზღუდველი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით და გამოიყენებს მის უფლებამოსილებას საჩივრით მიმართოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტს“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი