უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 თებერვალი, 2017 17:10
font-size

პროფკავშირების გაერთიანება სამინისტროს მოუწოდებს, დაინტერესდეს ბიბლუსის თანამშრომელთა უფლებების დარღვევის ფაქტებით

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" არსებულ ვითარებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

პროფკავშირების გაერთიანება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაინტერესდეს ქსელში თანამშრომელთა უფლებების დარღვევის ფაქტებით, ეფექტურად განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე,მოსთხოვოს დამსაქმებელს კანონის პატივისცემა და პასუხისმგებლობის აღება მათ მიერ ჩადენილი დარღვევების გამო.

როგორც პროფკავშირები აღნიშნავს, 2017 წლის თებერვალში ბიბლუსის მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალის, "ბიბლუს გალერის" თანამშრომლების მიერ ვიდეომიმართვის გავრცელების და პროტესტის გამოხატვის შემდეგ, ისინი ადმინისტრაციის მხრიდან აზრის გამოხატვის და საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის გამო არათანასწორი მოპყრობის და უკანონო დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

დამსაქმებლის აგრესია კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა რომ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ გაერთიანების თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიებით და დაგეგმეს პროფკავშირის შექმნა, რათა პროფკავშირის ეგიდით ერთობლივად დაეცვათ საკუთარი და კოლეგების შრომითი უფლებები. მათ დაიწყეს აქტიური მომზადება კოლექტიური დავის ლეგალურად ინიცირებისთვის, თუმცა ადმინისტრაციამ უხეში ჩარევით და კანონის ნორმების უგულებელყოფით, სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტის გამომხატველი მშრომელი აქტივისტები.

პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიაჩნია, რომ "ბიბლუსის" ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული ქმედებები, არის თანამშრომელთა ღია და აშკარა დევნა საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის და ამ კუთხით განხორციელებული აქტიური ქმედებების გამო.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ სარგებლობენ დამსაქმებლები ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების სფეროში შექმნილი უკიდურესი დაუსჯელობის გარემოთი და კანონის დარღვევით დევნიან უფლებების დამცველ აქტიურ თანამშრომლებს. სამწუხაროა, რომ ეს არის ბოლო წლების კარგად დამკვიდრებული ტენდენცია საქართველოში, რომელსც ხელისუფლება სრული გულგრილობით ეკიდება.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს შრომის კანონმდებლობის და შრომის საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას და პასუხისმგებლობა კომპანიის ადმინისტრაციასთან ერთად ეკისრება მთავრობასაც, რადგან ის ვერ ან არ უზრუნველყოფს მოქმედი შრომის კანონმდებლობის აღსრულებას პრაქტიკაში. სწორედ ამის გამოა, რომ საქართველოში გზა აქვს გახსნილი სამუშაო ადგილებზე მასშტაბურ დისკრიმინაციას, შრომით ექსპლოატაციას და პროფკავშირის აქტივისტების დევნას არამხოლოდ კერძო, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

მსგავსი გამოვლინებები უარყოფითად აისახება საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის არღვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და დაუცველს ტოვებს მშრომელებს უპასუხისმგებლო ბიზნეს-კომპანიების მხრიდან სულ უფრო მზარდი დისკრიმინაციის და დევნის პოლიტიკის წინაშე.

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება შრომის და დასაქმების სფეროში გამეფებულ ჩაგვრის ფაქტებზე, კეთილსინდისიერი სოციალური დიალოგის ფარგლებში განახორციელოს არსებული შრომის კანონმდებლობის ცივილიზებული რეფორმა და ჩამოაყალიბოს ეფექტურად ფუნქციონირებადი შრომის ინსპექცია, _ - აცხადებს პროფკავშირი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი