უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
პროგნოზი არ არის საიმედო - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტი არის აცრილია, რაც საკმარისი არაა.
ამასტან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პროგნოზი საიმედო არ არის, რის გამოც შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს.
„დღეს მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტი გვყავს აცრილი, თუ ჩვენ არ გავზარდეთ ვაქცინაციის ტემპი, მაშინ რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. პროგნოზი არ არის საიმედო, შესაბამისად, დღესაც იქნა დავალებები გაცემული, რომ კვლავ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებების, ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.