უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 აპრილი, 2020 15:00
font-size

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახალ ამოცანებზე გადაეწყობა - ნათია თურნავა

„ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესის განვითარება იქნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა კრიტიკულად აუცილებელი პროდუქტებით. ყველგან, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი რესურსით უნდა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეობის სტიმულირების პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სრულად გადაეწყობა ახალ ამოცანებზე.

ნათია თურნავამ ასევე გაამახვილა ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმზე.

„წინა პერიოდში აღნიშნული მექანიზმი არ იყო მაინცდამაინც მოთხოვნადი და ეს გასაგებიც იყო, რადგან ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით ვითარდებოდა. ჯანსაღი ბიზნესებისთვის ბანკიდან სესხის მოზიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა. ამდენად, საკრედიტო საგარანტიო სქემა, როგორც თანაუზრუნველყოფის მექანიზმი არ იყო აქტუალური. მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ კრიზისის დროსაა ასეთი ტიპის მექანიზმები უფრო აქტუალური, როდესაც სახელმწიფო გვერდში უდგება ბიზნესს, რათა მან შეინარჩუნოს თავისი მდგრადობა და შეძლოს ფინანსების მოზიდვა. ამდენად, ახლა ამ მექანიზმის გაფართოება ძალიან დროულია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო ფონდის მექანიზმის გაფართოება დაგვეხმარება, რომ გადავარჩინოთ ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი. მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმის განვითარების ფორმას ბიზნესი უახლოეს დღეებში გაეცნობა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა დაგვავალა, ჩვენ არ შემოვიფარგლებით უკვე ცნობილი მექანიზმებით. ეს არ იქნება მხოლოდ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, არ იქნება მხოლოდ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი. ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში, საკუთარი ბაზარი რომ დავაკმაყოფილოთ და როგორც კი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტი მაქსიმალურად გავაფართოოთ და მხარი დავუჭიროთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი