უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

პროგრამა დანერგე მომავალის ფარგლებში გაშენებული ბაღიდან პირველი მოსავალი მიიღეს

შიდა-ქართლის რეგიონში, გორის რაიონში, ოთარ ზარიძემ, „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა-ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, შიდა-ქართლში, გორის რაიონის სოფელ კარბში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ოთარ ზარიძის ვაშლის ბაღი მოინახულეს და მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ ზარიძე პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 3.99 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 39,900 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 29,988 ლარი ნერგებზე, ხოლო 9,912 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. ოთარ ზარიძემ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 50 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში 10 ადამიანია დასაქმებული. ბენეფიციარმა ასევე ისარგებლა კიდევ ერთი სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით და შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 175,000 ლარი აიღო, ბაღის მოწყობა/გაფართოებისთვის.

„დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში სულ 1,169 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 7,703,963 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3,600 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 18,202,307 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი