უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მაისი, 2017 16:30
font-size

პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში სულ 48 აპლიკაცია შემოვიდა და ჟიურიმ, მათ შორის, რვა საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2017 წლის ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ. Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი.

ფინალისტი პროექტები:

• Braille Reader - ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს.

• ააწყვე და გააცოცხლე - ხის ფანქარი და ფაზლი, რომელიც მოზარდებს პატარაობიდანვე უნერგავს ბუნების სიყვარულს და სახალისო თამაშით შეასწავლის მოსაბეზრებელ თეორიულ მასალას.

• Sign and Sound - ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან.

• Spectrum - ბიზნესიდეა, რომელიც მოემსახურება ნაცრისფერი ქალაქის გალამაზებას გრაფიტის საშუალებით და მხარს დაუჭერს ახალგაზრდა არტისტების განვითარებას.

• Book AR - Augmented Reality-ზე დაფუძნებული ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს, რომელიც მობილური ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელს დაანახებს ტექსტის ძირითად სათქმელს, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.

• Ecoland - მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ნაგვის სანაგვე ყუთში გადაყრისთვის ქულებით დააჯილდოვებს, რაც მოგვიანებით სხვადასხვა პროდუქციაზე გადაიცვლება.

• Ikids - ვებ.გვერდი, რომელიც დაეხმარება ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს განვითარებასა და გარემოსთან ადაპტაციაში.

• Dark Cafe and Gallery - კაფე-გალერეა, სადაც დასაქმდებიან მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანები. გარდა ამისა, კაფეში შეიქმნება სიმულაციური გარემო, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ შეიგრძნონ როგორია ცხოვრება სინათლის გარეშე. მათ მეგზურობას კაფეში დასაქმებული შშმ პირები გაუწევენ.

„ძალიან გვიხარია, რომ პირველივე წელს პროგრამაში ამდენი სტუდენტი ჩაერთო, საერთო ჯამში 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ვორქშოფებში მონაწილეობა, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მომავალ წელს პროგრამა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავიტანოთ. გამოვლინდა რვა ფინალისტი გუნდი და რვავე პროექტი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება. გუნდის წევრებს Impact Hub Tbilisi-ში ორთვიანი აქტიური ინკუბაციის პერიოდი ელოდებათ, სექტემბერში კი ჟიური, მათ შორის, სამ გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს“, - განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

„ევროპის ფონდი მიესალმება იმ საინტერესო და ინოვაციურ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებმა კონკურსის ფარგლებში წარმოადგინეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტების დიდი ნაწილი მოიაზრებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ვიმედოვნებთ, რომ ფინალისტი გუნდები სურვილს გამოთქვამენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განახორციელონ თავიანთი ბიზნესიდეები, რაშიც ფონდი მათ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ვაშაკიძემ.

„საქართველოს ბანკი, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, მიმდინარე წელს ბანკის მიერ გრანტის სახით დაფინანსებული ხუთი პროექტი განხორციელდება, რომელიც კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, კერძოდ, უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას. სტუდენტური პროგრამა Social Impact Award ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეირჩეს და განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. საქართველოს ბანკი პროგრამის ფარგლებში, სამ პროექტს განხორციელების მიზნით დააფინანსებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე საშა კაცმანმა.

პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა. პროგრამის დასკვნით ეტაპზე რვა ფინალისტი გუნდიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდება. თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს დამატებით 20,000 ლარი მოიპოვოს გრანტის სახით, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი