უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2017 15:05
font-size

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 186 კომპანიაა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ტიფლის ტექსტილი“ შეემატება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია რომელიც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას გეგმავს, 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდება, ხოლო საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი. პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩა #81-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 ლარს შეადგენს.

დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

16 იანვარი, 2018 , 17:30

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთ

ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო. ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონკურსის შედეგად შერჩეუ

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამართა ბრიფინგი, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალ

კახა კალაძე რაგბის კომპლექსში ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16 იანვარი, 2018 , 15:45

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში მდებარე რაგბის კომპლექსში, ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. „როგ

ომბუდსმენი გამოძიებას მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს

16 იანვარი, 2018 , 15:45

სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, მაჩალიკაშვილების ოჯახის შუამავალი გახდეს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სოფელ დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გ

სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს - თემირლან მაჩალიკაშვილი მამა

16 იანვარი, 2018 , 15:45

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ მან ომბუდსმენთან