უკან

საზოგადოება

23 სექტემბერი, 2017 13:35
font-size

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესი გრძელდება

გორის რაიონში, სოფელ ძევერაში პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ნილ ედვაიზორი გრუპმა“ ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ „ნილ ედვაიზორი გრუპი“ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 41 030 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, კუთვნილ ფართობზე 2 სხვადასხვა ვაშლის ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 50 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში 50 ადამიანია დასაქმებული.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ და შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა სოფელ ძევერაში შპს „ნილ ედვაიზორი გრუპის“ ვაშლის ბაღები დაათვალიერეს და მოსავლის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფო პროექტის ბენეფიციარმა, შპს „ნილ ედვაიზორ გრუპმა“ სახელმწიფოსგან 31 955 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 9 075 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 146 000 აშშ დოლარი აიღო, რომელიც ბაღის მოწყობა/გაფართოებისთვის გამოიყენა.

პროექტის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, შიდა-ქართლის რეგიონში მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები სულ 1 169 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა დაფინანსებამ 7 703 963 ლარი შეადგინა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი, დღეის მონაცემებით, 3 604 ჰექტარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 18 213 974 მილიონი ლარია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი