უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2018 12:15
font-size

პროგრამული ხარვეზის გამო „ვიზეარის“ თვითმფრინავი ვერ აფრინდა, ამჟამად ის მწყობრშია

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვითმფრინავი რეისს დორტმუნდის მიმართულებით 12 საათზე შეასრულებს. აეროპორტის ხელმძღვანელობამ მგზავრებს ამის შესახებ უკვე შეატყობინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარზე“ დაყრდნობით განაცხადეს, რომ თვითმფრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის გამოც, ხომალდის პოლოტის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგურში დაბრუნდა. რაც შეეხება კვამლს, რომელიც თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩნდა, წინასწარი ინფორმაციით, ის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოიწვია.

ავიაკომპანიის ინჟინრებმა შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ თვითმფრინავი მწყობრშია და რეისს განახორციელებს.

„თვითმფრინავი იმყოფებოდა ასაფრენ რეჟიმში, სიჩქარე საჰაერო ხომალდს უკვე აკრეფილი ჰქონდა, რა დროსაც სიჩქარის ერთ-ერთმა მაჩვენებელმა, მოგეხსენებათ, თვითმფრინავს სიჩქარის რამდენიმე მაჩვენებელი გააჩნია, არასწორი მონაცემები დააფიქსირა. ეკიპაჟმა იმ წუთსავე მიიღო ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭებამ გამოიწვია კვამლი. ეს ინფორმაცია შემოწმების შედეგად „ვიზეარის“ ინჟინრებმა მოგვაწოდეს“, – განაცხადა ქუთაისის აეროპორტის მენეჯერმა, ედუარდ მნაცაკანიანმა.

ინფორმაციას სხვა დაგეგმილი რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „ვიზეარის“ სათავო ოფისიდან ელოდება და მიღებისთანავე გაავრცელებს.

ცნობისთვის, ტექნიკური გაუმართაობის გამო ქუთაისის აეროპორტიდან დილის 6:00 საათზე დაგეგმილი რეისი დორტმუნდის მიმართულებით არ შესრულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`