უკან

კომენტარი

23 ოქტომბერი, 2019 16:30
font-size

„პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება - კობა გვენეტაძე

არ არის სწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ყველა ტრანზაქციის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ეს შეუძლებელია. თითოეული ტრანზაქციის კონტროლი არის თავად ბანკის მოვალეობა, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც გვენეტაძეს „პროგრეს ბანკის“ ტრანზაქციებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„საქართველოს საბანკო სექტორში წლიურად ათეულობით მილიარდი ლარის ტრანზაქცია ხორციელდება. არ არის სწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ყველა ტრანზაქციის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ეს შეუძლებელია. თითოეული ტრანზაქციის კონტროლი არის თავად ბანკის მოვალეობა. ეროვნული ბანკი იმ პოლიტიკასა და პროცედურებს ამოწმებს, რომელიც კომერციულ ბანკებს გააჩნიათ და ასევე შერჩევითი მეთოდით იდენტიფიცირებულ ოპერაციებს ამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბანკის მიერ სწორად ხდება პროცედურების განხორციელება. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ამ პროცესში იყო „ფულის გათეთრების“, სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ნიშნები, ამ შემთხვევაში შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს აცნობებს. „პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება. ეროვნულ ბანკში არ მუშაობენ გამომძიებლები, პროკურორები, აქ მუშაობენ მაკროეკონომისტები,ზედამხედველები. ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის „ფულის გათეთრების“ ან რაიმე სხვა ფაქტის, როგორც დანაშაულის აღმოჩენა ან გამოძიება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი