უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 სექტემბერი, 2017 14:45
font-size

პროკურატურა 14 მსჯავრდებულის საქმეს გადასინჯავს

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული 14 მსჯავრდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „მედიანიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საქმე ეხება 2006 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რასაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური პარტიების: „XXI-ე საუკუნე - ენა, მამული, სარწმუნოების“, ,,სამართლიანობის“, ,,იმედის“ და ,,კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტიის“ წევრების მასშტაბური უკანონო დაკავებები, ხოლო შემდეგ უკანონო მსჯავრდებები.

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები: მაია ნიკოლეიშვილი, ზაზა დავითაია, გელა არჩუაძე (საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილი იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნილად), თეიმურაზ ჟორჟოლიანი, მაია თოფურია, კახაბერ ქანთარია, რამაზ სამნიძე, რევაზ ბულია, გურამ პაპუკაშვილი, გიორგი ახობაძე, გიორგი მეტრეველი, ვარლამ გალდავა, იაკობ კვინიკაძე და ვახტანგ ტალახაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე, გასამართლებულ პირთა საჩივრის საფუძველზე მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტში ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა მსჯავრდებულთა მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი გასამართლებულნი არიან.

ჩატარებული ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა გასამართლება მოხდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. კერძოდ, 2005-2006 წლებში ხსენებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მართავდნენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს, სადაც ისინი სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ.

პოლიტიკური მოძრაობის და საპროტესტო ტალღის გაძლიერების შემდეგ კუდის მაღალჩინოსნების მიერ დაიგეგმა უკანონო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავებმა დააკავეს პოლიტიკური მოძრაობის 13 წევრი, ხოლო ერთ წევრს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება, რომლის თანახმადაც 2006 წლის 04 მაისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირი N24-ში მდებარე პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები, სადაც მათ თითქოს შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციების გამართვას, რომელიც შეიარაღებულ ამბოხში უნდა გადაზრდილიყო. ამ მიზნით, პოლიტიკური პარტია ,,სამართლიანობის“ წევრი კახაბერ ქანთარია თითქოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას.

სინამდვილეში, ჩატარებული ახალი გამოძიებით, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენებით დადგინდა, რომ კახაბერ ქანთარიას საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სამართალდამცავებმა თავად მიიტანეს და დააწყეს სარდაფში; ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა თითქოსდა საიდუმლო თათბირის შესახებ ყალბი ჩვენებები მისცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ წინასწარ მოძიებულმა ცრუ მოწმეებმა, რომელთაც არანაირი შეხება ამ საქმესთან არ ქონდათ და მამხილებელი ჩვენებები, მხოლოდ სამართალდამცავების მუქარის, ზეწოლის და მატერიალური დაპირებების შედეგად მისცეს.

სწორედ ახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების და გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე თოთხმეტივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. რაც შეეხება საქმის მტკიცებულებების გაყალბებასა და მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში მხილებულ სამართალდამცავებს, მათ მიმართ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება, რასთან დაკავშირებითაც მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიებები მსჯავრდებულ პირთა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტებზე.“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი