უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მარტი, 2018 12:55
font-size

პროკურატურა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და დ.ო.-ს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და უზენაესი სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დ.ო.-ს და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.ო. გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცველების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. 2015 წლის მარტში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განახლებული გამოძიების პირობებში, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

ჩატარებული გამოძიების შედეგად 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა.ბ. დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

20 ნოემბერი, 2018 , 17:37

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყე

პროკურატურის შუამდგომლობით ორი მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯება, ერთ დაზარალებულს კი უძრავი ქონება დაუბრუნდება

20 ნოემბერი, 2018 , 15:40

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შედეგად პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის საქმე გადაისინჯება, ასევე განაჩენის გად

პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირ

სუს-მა საკრებულოს ყოფილი დეპუტატის მიერ ქრთამის აღების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა

20 ნოემბერი, 2018 , 12:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, თემურ გორგაძის მიერ ქრთამის აღების ამსახველი ვიდეომასალა გაასაჯაროვა. უწყების განმარტებით, საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებაში გორგაძის დანაშაულებრივი ქმ

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს

20 ნოემბერი, 2018 , 11:40

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ის ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს. დ.ღ.-ის უ

ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებული დ.ხ. და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`