უკან

სამართალი

2 აპრილი, 2018 16:20
font-size

პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მსჯავრდებულ გ.გ-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებულმა, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორმა ი.ქ-მ 2017 წლის იანვარში თავის ნაცნობებთან გ.გ-სთან და ჯ.ხ-სთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს. შეთანხმებისამებრ ი.ქ-ს ფინანსური დახმარებით გ.გ. საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა და უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი 900-მდე აბი.

აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით ი.ქ.-მ, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ფაქტობრივად ახორციელებდა დირექტორის ფუნქციებს მამამისის თ.ქ-ს კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“ რეანომობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ-ს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ჯ.ხ. 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, სადაც მას გ.გ. შეხვდებოდა და ნარკოტიკულ საშუალებებს გადასცემდა, რასაც ჯ.ხ. რეანომობილით, შენიღბული გზით უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში და ი.ქ-ს. გადასცემდა. დანაშაულებრივი მიზნით თურქეთში რეანომობილის გამგზავრების შესანიღბად, ი.ქ-მ დაიყოლია მათი საერთო ნაცნობი ლ.შ, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა, ჯ.ხ-ს რეანომობილით ქ.ტრაპზონში წაჰყოლოდა სისხლის ანალიზის ასაღებად და ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.

2017 წლის 23 იანვარს თურქეთის მიმართულებით მიმავალი რეანომობილი გზაში გაფუჭდა, რის გამოც ექიმს და ექთანს, ვინაიდან ლ.შ-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა, თბილისში დაბრუნება სურდათ. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი.ქ-მ ისინი არ დააბრუნა თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანომობილი გამოიძახა, რომელსაც ჯ.ხ.-ც გაჰყვა, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ. ტრაპზონში გ.გ-ს და საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები რეანომობილით წამოეღო.

2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, გ.გ-მ ჯ.ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რაც ჯ.ხ-მ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა და 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯ.ხ. 2017 წლის 24 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მე-17 კილომეტრზე დააკავეს. მისი მითითებით რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებული იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ხ.ჯ. ამჟამად მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ი.ქ. 2018 წლის 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვინაიდან გ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის იხდის სასჯელს, მას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

ი.ქ.-სთვის და გ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თაღლითობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი და კიდევ 4 პირი დააკავეს

4 მარტი, 2021 , 14:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს.

მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

4 მარტი, 2021 , 12:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლე

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

4 მარტი, 2021 , 12:30

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი

გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს

3 მარტი, 2021 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს. მათ ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანამზ

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

3 მარტი, 2021 , 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ორი პირ

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა

2 მარტი, 2021 , 16:00

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წაუყენეს და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხის განკარგვის გამო აწამა. უწყება ბრალდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადა