უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2019 15:50
font-size

პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოთხოვნის შესახებ განმარტებას აკეთებს

როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მეორე ან მესამე ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს დადგენილ პრაქტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მეორე ან მესამე ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი მას 10-ათასიანი გირაო შეუფარდა. ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.

ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება

22 მაისი, 2019 , 17:27

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა. როგორც საქართველოს პირველ არხს ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა. „სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგ

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა - დავით სერგეენკო

22 მაისი, 2019 , 17:10

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი

პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ ტარდება

22 მაისი, 2019 , 16:40

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ იმართება. თბილისის საკრე

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა

22 მაისი, 2019 , 15:40

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთა

სამგორის სამხედრო დასახლებას ყველაფერი ექნება მოწესრიგებული და მაღალ დონეზე მოგვარებული - კახა კალაძე

22 მაისი, 2019 , 15:40

სამგორის სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობისთვის 2,5 მლნ. ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები მაღალ დო

ყველა სტუდენტს, მეცნიერს, მკვლევარსა და დაინტერესებულ ადამიანს Elsevier-ის ძალიან ძვირადღირებულ სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება - მიხეილ ბატიაშვილი

22 მაისი, 2019 , 15:10

განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას - Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებში საქართველოში აკრედიტირებულ