უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
სამართალი


პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება განცხადებას ავრცელებს.
,,საქართველოს პროკურატურამ თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა ღამის კლუბებში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ 8 პირს ბრალი წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში ბრალდებულები სხვადასხვა კლუბებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებზე სისტემატურად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. კერძოდ:
ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ სხვადასხვა დროს, ბრალდებულმა ვ.ჟ.-მ 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი, 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ასევე 2 ცალი აბი 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში ბრალდებულმა ლ.მ-მ 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქ.მ-მ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში მ.მ-მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 420 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ქ.თბილისში ბრალდებულმა გ.მ-მ 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა.
ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბ.დ-მ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი; 0,98825 გრამი მდმა-ს, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ასევე ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა თ.ჩ-მ 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 120 ლარის საფასურად, და 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ღამის კლუბ „ბასსიანში“ ჯ.ე-მ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი, 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
დაკავებულებს ვ.ჟ.-ს, ქ.მ.-ს და თ.ჩ.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (2 ეპიზოდი)); ლ.მ.-ს, გ.მ.-ს და მ.მ.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება); ჯ.ე.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება(3 ეპიზოდი)). ხოლო ბ.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი)) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა).
2018 წლის 13 მაისს ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ვ.ჟ-სთვის, ლ.მ-სთვის, ქ.მ-სთვის, მ.მ-სთვის, გ.მ-სთვის, თ.ჩ-სთვის, და ჯ.ე-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო ბ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 12:55

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 10:40

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
2 მარტი, 2021 , 16:00

დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულ შპს „ორბიტას“ დირექტორს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2 მარტი, 2021 , 14:55

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა
2 მარტი, 2021 , 11:50

ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
1 მარტი, 2021 , 17:15